შესახებ

 

 

ბიოგრაფია

თამარ ნიკურაძე, დაიბადა ქ. ბათუმში 1978 წლის 1 ივნისს. 1995 წელს დაასრულა #1 საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერტსიტეტში უცხო ენათა ფაკულტეტზე (ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობა). 2000 წელს წარჩინებით დაასრულა უნივერსიტეტი და მოღვაწეობა დაიწყო ამავე უნივერსიტეტში ინგლისური ენის მოწვეულ მასწავლებლად.

2011 წელს ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ფილოლოგიის განხრით, თუმცა ოჯახური პირობების გამო საბუთები ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში გადმოიტანა.

2012 წელს გამოიცა პირველი ლექსების კრებული “Carpe Diem”, რომელიც დოროთეა პარკელის ფსევდონიმითაა ცნობილი.

იმავე წელს რამდენიმე ლექსი დაიბეჭდა აჭარის ლიტერატურულ ჟურნალ “ჭოროხში”.

2013 წელს გამოიცა ჰაიკუების კრებული “51 ჰაიკუ”, რომელიც თაი ჰოკიარას ფსევდონმითაა ცნობილი.

2013 წელს დააარსა “დოროთეა პარკელის სახელობის საქველმოქმედო ფონდი”, რომლის სახელთანაც არაერთი საქველმოქმდო ღონისძიებაა დაკავშირებული. ფონდი დღემდე ფუნქციონირებს და ახორციელებს სხვადასხვა პროექტს.

2016 წელს კიდევ რამდენიმე ჰაიკუ დაიბეჭდა აჭარის ლიტერატურულ ჟურნალ “ჭოროხში”.

2016 წელს მოთხრობა “სამი მარწყვი” გამოქვეყნდა კრებულში “ინგას უბანი”.

2017 წელს ჟურნალ “ჭოროხში” დაიბეჭდა პატარა რომანი “ციგრიტი”.

2018 წელს სპონსორის წყალობით “ციგრიტმა” ცალკე წიგნად იხილა დღის შუქი.

2018 წელს გახდა საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

2019 წელს გახდა საერთაშორისო მწერალთა ასოციაციის წევრი

http://www.internationalwritersassociation.com/iwa-authors.html

2019 წელს მიიღო პროზა-პოეზიის პრემია “ივერია” ნომინაციაში “ქართული ელიტის წლის მწერალი”




Tamar Nikuradze 2018