კონკურსი

 

 

(მიმდინარე)

მიმდინარეობს კონკურსი  დაწერეთ ლეგენდა “სიკეთის დედოფლის” შესახებ, გახდით უნიკალური ხალხური ლეგენდის ავტორი და მოიგეთ ფულადი პრიზი და თქვენი აქტირურობით გახდით სიკეთის მონაწილე, ვინაიდან თქვენი მხრიდან კონკურსში მონაწილეობა ხელს შეუწყობს სხვა უფრო დიად და კეთილ საქმეს

               კონკურსში მონაწილეობა შეუძლია  საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ, ქართულ ენაზე მოსაუბრე ნებისმიერ პირს.

ლეგენდის წერის დროს:

              

  • – წარმოაჩინეთ საქართველოს ძლიერი მხარეები;
  • – აუცილებელია გამოიყენოთ შემდეგი სიტყვები: სამშობლო, ემიგრანტი, სიკეთე, ხელოვნება, გადაარჩენს, ქველმოქმედი;
  • – უპირატესობა მიენიჭება პოზიტიურ ნაწერს;
  • – ლეგენდაში უნდა ახსენოთ სპონსორის სახელი;
  • – ნაწერი არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 2 ნაბეჭდ გვერდს, ხოლო ხელნაწერის შემთხვევაში 4 გვერდს;

    
                   ახლა რაც შეეხება აქტიურობას, რომელი რეგიონიდანაც მეტ ლეგენდას
მივიღებთ,  იმ რეგიონში შეირჩევა სოციალურად დაუცველი ოჯახი და
გადაეცემათ საჩუქარი.

                     კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 მთავარი გამარჯვებული,
 რომელთაც  პროექტის  სპონსორი, “ინტელექტ ბანკი” გადასცემს ფულად
  ჯილდოს თითოეულს 1000 ლარს.
                    დამატებითი პრიზები  ცნობილი გახდება  გალა-კონცერტზე.  

 

ნაშრომი გამოაგზავნეთ Gmail-ის შემდეგ მისამართზე:
charityqueenlegend@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის შემდეგ ნომრებზე: 558 43 00 90;   557 96 18 96




Tamar Nikuradze 2018